|
2021-11-24 12:20:07, 1134 ნახვა
რეგიონი
სოფელ რენეს, ხელთუბნისა და ახალსოფლის ბაღებს სრული რეაბილიტაცია უტარდებათ
სოფელ რენეს, ხელთუბნისა და ახალსოფლის ბაღებს სრული რეაბილიტაცია უტარდებათ. სამივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოების მიმდინარეობა შიდა ქართლის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში შენობის ორივე სართულის განახლება უკვე დასრულდა, გადაიხურა სახურავი, ამჟამად მიმდინარეობს სავალი გზის ფილების, შიდა და გარე ფასადის ლესვითი და სანტექნიკის მოწყობის სამუშაოები. სოფელში 30 წელია რაც არსებული საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და აღსაზრდელებს მეზობელ სოფლებში უწევთ სიარული. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის ბაღი სრულად განახლდა, შეიცვალა სახურავი და კარ-ფანჯრები, გამოიცვალა კომუნიკაციები. იგეგმება ეზოს მოწყობა. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელის საბავშვო ბაღში კი უკვე მოწყობილია კარ-ფანჯრები, გადახურვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის შიდა მოსაპირკეთებელი, ეზოს შემოღობვისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები. საბავშვო ბაღი აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შშმ პირებისთვის განკუთვნილი ამწე მოწყობილობით. სამივე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)