20:20 - 13 Aug, 2026
|
2021-11-23 23:13:05, 4657 ნახვა
სპორტი
საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი ილია კოკაია მწვერვალზე ასვლისას დაიღუპა
საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტი და დამფუძნებელი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე მდებარე დედაენას მწვერვალზე ლაშქრობისას მოხდა. ის გამოცდილი მთამსვლელი იყო, რომელსაც ბევრი ცნობილი მწვერვალი აქვს დალაშქრული და საქართველოს დროშა აღუმართავს. კოკაია ლაშქრობისას მძიმედ დაშავდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა. ილია კოკაიამ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით დააფუძნა და იმავე წელს გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში გადავიდა.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)