|
2021-11-23 13:36:45, 718 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ელჩი გამოცემა „ბილდში“ მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას პასუხობს
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გამოცემა „ბილდში“ გამოქვეყნებულ სტატიას პასუხობს. როგორც ელჩი აღნიშნავს, ყველას თავისუფლად შეუძლია, გამოთქვას საკუთარი აზრი მის საქმიანობაზე, თუმცა აღნიშნული სტატია არანაირად არ იმოქმედებს მის თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. „ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით“, - აცხადებს ელჩი. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გამოცემა „ბილდ"-მა გამოაქვეყნა სტატია საქართველოში გერმანიის ელჩზე და მის საქმიანობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ქნირში „მიიჩნევა პროსამთავრობო პოზიციების მქონე დიპლომატად, მისი მეუღლე კი „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ უნივერსიტეტში მუშაობს“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)