23:52 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 18:34:49, 710 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა.

ამასთანავე, ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხიც.

"მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა არ არის ის გზა, რაც მისი ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან და აქედან გამომდინარე, ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი.თავისთავად, პოლიტიკური დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics