23:52 - 26 Jul, 2026
|
2021-11-22 18:33:50, 727 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - დაორგანიზდეს უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით სასამართლო, რომლითაც სააკაშვილს უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა ექნება
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უცხოელი მოსამართლეების მოწვევის ინიციატივით გამოდის. ვაშაძის თქმით, ეს იქნება სასამართლო მექანიზმი, რომლითაც ექსპრეზიდენტს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა ექნება. "უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით მოკლე ვადაში, დაორგანიზდეს სასამართლო მექანიზმი, რომლითაც საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა ექნება მიხეილ სააკაშვილს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გამოსავალი. ეს არის დროებითი მექანიზმი იმისათვის, რომ სანამ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას არ ექნება შესაბამისი ნდობა საზოგადოების მხრიდან, მანამდე იყოს გამოყენებული არამხოლოდ პრეზიდენტებთან, არამედ სხვა პოლიტიკურად აქტიურ საქმეებთან მიმართებაში", - აცხადებს ვაშაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)