|
2021-11-19 15:28:50, 846 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - სანამ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი ჰოსპიტალში, არ უნდა დავიშალოთ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტის შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ არ დაიშალონ მანამ, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში არ გადაიყვანენ. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, საჭიროა დარწმუნდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "ერთადერთი რამ უნდოდათ, რადგან სხვაგვარად არიან მოშიშვლებულები. მადლობა რომ ეს მნიშვნელოვანი დღეები სწორად გავიარეთ და არ მივეცით ამ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ მოგონილი საქმეებით სისხლი დაეღვარათ და ჩაეხშოთ ჩვენი ხმა. ეს ყველაფერი სამჯერ ავიცილეთ.შედეგად დღეს ვაიძულეთ რეჟიმი რომ გაეკეთებინა ის განცხადება, რომელიც გააკეთა და ისიც იცოდნენ, რომ ალბათ რას ვაპირებდით დღეს. ისეთი მწვავე საპროტესტო აქცია იქნებოდა, რომლეიც ქვეყანას 33 წელი არ უნახავს. ის, რასაც ჩვენ დღეს გავაკეთებდით, არ ნახავს ამ ქვეყანას, მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ახლა ჩვენი მეგობრები შესულები არიან სააკაშვილთან და უნდა დაველოდოთ მის პასუხს. დარწმუნებული ვარ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი. მაგრამ უნდა დაველოდოთ. ამის შემდეგ სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ და დავარწმუნეთ რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "- ამბობს მელია. შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)