02:52 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 10:33:26, 669 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის ომბუდსმენი მთავრობას - დაუყოვნებლივ უზრუნველყავით სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა გაითვალისწინონ და სააკასვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყავნონ.

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებია გაწევის სტანდარტებს", - აცხადებს დენისოვა.  

ამასთან,  უკრაინის ომბუდსმენი ასევე სხვა ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობას.

"მივმართავ უცხო ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობის შესახებ მისი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციამდე და მესამე ქვეყანაში ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე, რომელსაც აქვს ხანგრძლივი შიმშილობიდან გამოყვანის და სხეულის ფუნქციების აღდგენის რესურსები და გამოცდილება", - აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics