|
2021-11-19 00:40:41, 620 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ჯიშკარიანი - სააკაშვილის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია, დღესვე უნდა გადაიყვანონ კლინიკაში- ამის შესახებ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს, გლდანის #18-ე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა. "სააკაშვილის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა. არის მხოლოდ მორიგე პერსონალი. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ პაციენტის ეს მდგომარეობა მართული იყოს. შესაბამისად აუცილებელია გადაყვანა. ჩვენს ექიმებს არ მიეცათ საშუალება რომ შეემოწმებინათ სააკაშვილი. მხოლოდ მე შევამოწმე და ენდოკრინოლოგმა. არის ცერებროორგანული დისფუნქცია. ამჟამადაც არის გამოხატული ამის ნიშნები. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში, საჭიროებს ისეთ მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს - როგორიც არის MRI, სამი ტესლა აპარატზე. აქ სიტუაციას ვერ ფლობენ ექიმები", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)