|
2021-11-18 20:33:00, 543 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამი - სააკაშვილი ახლა კარგადაა,მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ
სააკაშვილი ახლა კარგად არის. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას. ასევე უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა.- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი მთელი დღის განმავლობაში სუსტად იყო. „სააკაშვილი ახლა კარგად არის. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას. ასევე უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა. განსაკუთებით, უნდა აღვნიშნო დემურიშვილი. პირდაპირი მნიშვნელობით ამ ადამიანებსაც რატომ ზაფრავენ, ჩემთვის გაუგებარია. ჩვენთან შესახვედრად რომ შემოვიდა, მივხვდით რომ არ იყო კარგად და წამოსვლას ვაპირებდით, ზედმეტად ენერგია რომ არ დაეხარჯა ჩვენზე. დღეს ცუდად იყო დილიდანაც და ამდენი ჩასვლა -ამოსვლა, ლაპარაკი."- განაცხადა გვარამიამ. .როგორც გვარამია აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. "შეხვედრისას თავი მაგიდისკენ მიჰქონდა, უჭირდა თავის დაჭერა საუბრისას. რომ გამოვდიოდით ჩვენ, გაყავდა ბადრაგს და მოწყვეტით წაიქცა. მოვიდნენ ექიმები, მე კი მომეჩვენა საუკუნედ, მაგრამ მოკლე ხანში ჩამოვიდნენ, აიყვანეს და მეც ამიყვანეს. გაუგებარი ფერი ჰქონდა. როგორც კი სისტემა დაუყენეს, ფერზეც მოსულია და კონტაქტურიცაა. რომ წაიქცა კონტაქტური არ იყო. ამჟამად ის რეანიმაციაში იმყოფება, ექიმები თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. ამ ექიმების ბედიც რატომ ჩააგდეს ამ დღეში აღარ მესმის. მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი რომ გამოიყვანეს მდგომარეობიდან. - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)