04:21 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 13:01:13, 699 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილს კაცობა და ღირსება რომ ჰქონდეს, „ფეიკ“ შიმშილობას შეწყვეტდა

მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, რომლებიც ახლა შიმშილობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, სააკაშვილს რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება, შეწყვეტდა „ფეიკ“ შიმშილობას.

„მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, რომლებიც ახლა შიმშილობენ, ის არის პირდაპირი პასუხისგებელი. მას შეუძლია შეწყვიტოს თავისი „ფეიკ“ შიმშილობა და ეს ბუნებრივია, პირდაპირ აისახება ამ ადამიანების ჯანრთელობაზე. მას რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება ამას გააკეთებდა, თუმცა ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს მიხეილ სააკაშვილს, ამით არის ის გამორჩეული.

მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, მათ შორის იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, ელენე ხოშტარია მათ შორის განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილი არის ამაზე პასუხისმგებელი. მიხეილ სააკაშვილის კაცობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა და ეს არის ძალიან მყარი. სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics