04:21 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 12:57:36, 637 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ლომჯარიას შექმნილი კონსილიუმის წევრთა უმრავლესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრთა უმრავლესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის მიმაღთ ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია.

„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ლომჯარიას და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის მიმართ, რომლის წევრთა უმრავლესობა არიან პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რასაც ისინი თვეების განმავლობაში არ მალავდნენ, მათ შორის საკუთარი საჯარო განცხადებებით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი. ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობაზე. ეს რომ არ გააკეთა, კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოებისა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გვიან ღამით დასკვნა გამოაქვეყნა.  დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics