04:24 - 27 Jul, 2026
|
2021-11-18 12:59:25, 726 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი 4 წელში
"ქართული ოცნების" დეპუტატი და ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ნინო ლომჯარიამ სააკაშვილი უფრო ბევრჯერ მოინახულა, ვიდრე სხვა პატიმრები 4 წლის განმავლობაში. ამასთან, სოზარ სუბარი ამბობს, რომ სახალხო დამცველი მიუკერძოებელი უნდა იყოს. "რა თქმა უნდა, ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი ძალიან კარგია ხშირ-ხშირად ნახულობს ხოლმე ყოფილ პრეზიდენტს, პატიმარ სააკაშვილს, თუმცა გასაოცარია ის ფაქტი, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი დანარჩენი 4 წლის განმავლობაში. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი სიმპათია, ანტიპათია, მაგრამ როცა ის არის სახალხო დამცველი, ის უნდა დადგეს ამ ყველაფერზე მაღლა, უნდა იყოს მიუკერძოებელი და სიმართლეს ემსახუროს მხოლოდ და მხოლოდ", - თქვა სოზარ სუბარმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)