|
2021-11-17 19:32:35, 598 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანია პრეზიდენტის გამოსვლაზე - მოლოდინი და იმედი გამიჩინა, რომ ბოლოს და ბოლოს დაიძვრება პროცესები
ქალბატონმა სალომემ ფაქტობრივად ყველა იმ კითხვას უპასუხა, რაც მთელი ეს დღეები ისმოდა. მადლობელი ვარ. ვფიქრობ, მისი გამოსვლა საკმაოდ კრიტიკული იყო. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, მას გაუჩნდა მოლოდინი იმისა, რომ საბოლოოდ დაიძვრება ის პროცესები, რომელიც აქამდე უნდა დაძრულიყო. "მე პირადად მომეწონა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, ამ ყველაფერმა მოლოდინი და იმედი გამიჩინა, რომ ბოლოს და ბოლოს დაიძვრება პროცესები, რაც დიდი ხნის წინ უნდა დაძრულიყო. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უნდა იყოს პროცესი საჯარო, გამჭვირვალე, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი და არაფრთხილი გამოთქმა იწვევს მერე ღელვას საზოგადოებაში და რო შეიძლება ეს ავიცილოთ რაღაცნაირად თავიდან და ლაპარაკი იყო მთლიანად იმაზე, რომ ფოკუსში უნდა იყოს ჯანმრთელობა ადამიანის. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ქალბატონმა სალომემ ფაქტობრივად ყველა იმ კითხვას უპასუხა, რაც მთელი ეს დღეები ისმოდა. მადლობელი ვარ. ვფიქრობ, მისი გამოსვლა საკმაოდ კრიტიკული იყო. სულ ვისმენთ ოფიციალური პირების დაუფიქრებელ, არაფრთხილ გამოთქმებს, რასაც ქალბატონმა სალომემ ყურადღება მიაქცია. მან აღნიშნა, რომ ასეთი გამოთქმები საზოგადოებაში მღელვარებას იწვევს, რაც ნამდვილად ასეა." - განაცხადა გიული ალასანიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)