04:21 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 16:38:04, 686 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ოპოზიციის მიერ პარასკევს, 19 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება

 „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ ოპოზიციის მიერ, 19 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება.

 მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ვერ შეუერთდება იმ აქციას, რომლის დაგეგმვაში და გადაწყვეტილებებშიც მონაწილეობა არ მიუღია.

მან განმარტა, რომ ოპოზიციამ უნდა მოახდინოს კოორდინაცია, ხოლო ამ კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კოორდინაცია, კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა. სამწუხაროდ ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არა თუ კოორდინირებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია, ამიტომ „ევროპული საქართველო“ ცხადია პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიის წევრები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს მათ პირადად უნდა გადაწყვიტონ.“ - განაცხადა ბობოხიძემ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics