|
2021-11-16 14:39:28, 827 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი მომდევნო პროცესი 9 დეკემბერს გაიმართება
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სასამართლო სხდომა 9 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების საშუალება დღესაც არ მისცა. აღნიშნულის მიზეზად, უწყება ბრალდებულის ეტაპირებისთვის ხელის შეშლას ასახელებს. მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დისტანციურად დასწრების შუამდგომლობა დააყენა, რაზეც ექს–პრეზიდენტმა უარი განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)