|
2021-11-16 14:51:31, 820 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა თუ პრეზიდენტი? – ის პრეზიდენტის ინსტიტუტის არა სიმბოლო, არამედ ანტისიმბოლოა
უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათი ათასი პატიმარი უკრაინულ ციხეში და ჯობს, იმ პატიმრებს დაუთმოს მეტი ყურადღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არა პრეზიდენტის სიმბოლო, არამედ ანტისიმბოლოა. „უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათი ათასი პატიმარი უკრაინულ ციხეში და ჯობს, იმ პატიმრებს დაუთმოს მეტი ყურადღება, რომლებიც არიან ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში. თან ჩამოვყალიბდეთ, ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა თუ მესამე პრეზიდენტი? მე მგონი, არც ერთი არ არის, გეტყით რატომ. ერთი, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და მეორე, არავითარი სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის ის არ არის, იმიტომ რომ, ის ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად და ამაში შედის წამება, არაადამიანურად მოპყრობა, აქედან გამომდინარე, ის არა სიმბოლო, არამედ ანტისიმბოლოა“, – განაცხადა კობახიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)