|
2021-11-16 12:26:38, 701 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენს ქვეყანას სჭირდება ევოლუცია და არა თითიდან გამოწოვილი რევოლუცია
დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ევოლუცია და არა თითიდან გამოწოვილი რევოლუცია, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ–ერთმა წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ქადაგიშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, შეწყვიტონ ბოიკოტი და შიმშილობა, იმუშავონ პარლამენტში, რათა მიიღონ რეალური გადაწყვეტილებები. „ორი არჩევნები ჩატარდა საქართველოში, ოპოზიციამ ორივე არჩევნები წააგო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი არ აჩერებენ მცდელობას, რომ ქვეყანა დესტაბილიზაციაში შეიყვანონ. ეს არის ჰიბრიდული ომის ყველაზე ნათელი მაგალითი, როდესაც დღეს, გარკვეული დეპუტატები ტოვებენ მანდატს, იმ მანდატს, რომელიც ხალხმა მიანიჭა და დესტრუქციული ქმედებებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, „ქართული ოცნება“, არავითარ შემთხვევაში არ მისცემს არავის საშუალებას, რომ ეს სცენარები საქართველოში განხორციელდეს და მისცემს. ჩვენს ქვეყანას ევოლუცია სჭირდება და არა თითიდან გამოწოვილი რევოლუცია, რომელსაც უბედურების მეტი ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია. გამომდინარე აქედან, მოვუწოდებ ყველას, რომ ბოიკოტის ნაცვლად, შიმშილობის ნაცვლად, იმუშავონ პარლამენტში და მივიღოთ რეალური გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)