05:51 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 10:43:35, 714 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი – გლდანის ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ გვაქვს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის სახალხო დამცველის, ლიუდმილა დენისოვას არშეშვების საკითხს ბრიფინგზე გამოეხმაურა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, უკრაინის სახალხო დამცველის ვალდებულება და აუცილებლობა არ არსებობს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და სწორედ ამ მოტივით არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში.

"რაც შეეხება არ შესვლის მიზეზს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება, შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და როგორც უკვე მოგახსენეთ, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics