07:07 - 27 Jul, 2026
|
2021-11-15 15:54:39, 640 ნახვა
პოლიტიკა
ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული
ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს, ავტობუსებით სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. ცნობისთვის, გუშინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დაანონსა, რომ 15:00 საათიდან 17:00 საათამდე საპროტესტო აქციებით გადაიკეტებოდა საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის თქმითაც, აქციის გაცხადებული მიზანი, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა იყო. უწყების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა პროპორციულ ძალა და სპეციალური საშუალებები.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)