|
2021-11-15 14:12:12, 891 ნახვა
ეკონომიკა
2021 წელს საქართველში იმპორტზე 7.9 მილიარდის საქონელი შემოვიდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 10 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23%-ით მეტია. წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 24.9%-ით გაიზარდა და 3.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 22.3%-თ გაიზარდა და 7.9 მილიარდი აშშ დოლარს გაუტოლდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 4.5 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა. უშუალოდ ოქტომბერში საქართველომ უცხოეთიდან 904 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით, 175 მილიონი დოლარით მეტია. ექსპორტი 29%-ითაა გაზრდილი 2019 წელთან შედარებითაც. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, სადაც გავიგებთ, თუ რის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტი საქართველოში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)