|
2021-11-14 18:43:15, 927 ნახვა
პოლიტიკა
ქართველი ექიმების მიმართვა აშშ-დან - სააკაშვილი გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშაა
აშშ-ში მოღვაწე ექიმები, ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული აცხადებენ, რომ გაჟღერებული სიმპტომების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ იმყოფება. ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ და მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებისკენ მიუთითებენ. "ჯანდაცვის სამინისტროს! თქვენი პროფესიული მოვალეობაა, მიუთითოთ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სექტორს, რომ პატიმარი პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად და ინტენსიური განყოფილების მახლობლად კი არ უნდა იყოს მოთავსებული, არამედ კარგად აღჭურვილ, გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინტენსიურ განყოფილებაში განუწყვეტელი ტელემეტრიული მეთვალყურეობის ქვეშ", — ვკითხულოთ მათ განცხადებაში. ექიმები მიმართვაში დეტალურად აღწერენ თუ რაზე მიუთითებს გამოვლენილი სიმპტომები, რომელიც სააკაშვილს აღენიშნება. გეგეჭკორი და გურული სხვადასხვა, მათ შორის, კუჭ-ნაწლავისა და ნევროლოგიურზე გართულებებზე მიუთითებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ლაბორატორიული გამოკვლევების გარდა, ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო და აღნიშნავენ, რომ ეს უპირობოდ მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა განხორციელდეს. "სრული პასუხისმგებლობით, პროფესიულ სინდისსა და ჩვენს ოფიციალურ სამედიცინო კვალიფიკაციაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ეთერში საჯაროდ გაჟღერებული სიმპტომების მიხედვით, უპირობოდ იმყოფება გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ; საჭიროებს სასწრაფო გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური კლინიკის ინტენსიური განყოფილების პირობებში", — ამბობენ ექიმები. ექსპრეზიდენტი უკვე 45-ე დღეა შიმშილობს. როგორც გუშინ, ღამით მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და პირველი დღეა, როცა ფეხზე ვერ ადგა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)