|
2021-11-14 16:19:20, 1432 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წევრებთან ერთად, ჩაქვის ბაზის მშენებლობა დაათვალიერა
ქობულეთში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობის პროცესს ოლიმპიურ ჩემპიონებთან და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო. "ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. კომპლექსი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, სასტუმრო ზონას და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მშენებლობა 2022წლის გაზაფხულზე დასრულდება. ჩაქვში ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა იწყება. ასევე, ქობულეთში იწყება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა რომელიც ითვალისწინებს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედანს, 3 დარბაზს. გარდა ამისა საპროექტო ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი და ქვიშისსაფარიანი 2 მოედანი მოეწყობა."- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)