02:52 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-14 15:16:28, 597 ნახვა

საზოგადოება
ნიკა გვარამია - გლდანის ციხეში, კარანტინის მიზეზით, სააკაშვილს ვერავინ ნახავს, გადაიყვანეთ დაუყოვნებლივ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია დეკანოზ მამალაძის პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით დეკანოზ გიორგი მამალაძეს, გლდანის მე-18 დაწესებულებაში კორონავირუსი დაუდასტურდა.

გვარამიას თქმით, გლდანის ციხის საავადმყოფო წითელი ზონა გახდა და ექსპრეზიდენტთან მონახულების საშუალებას აღარავის მისცემენ, ამიტომაც სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ კლინიკაში. 

"დეკანოზ მამალაძეს დაუდგინდა კოვიდი. ის სრულ იზოლაციაში იყო კლინიკაში, მასთან ვერ კომუნიცირებდა ვერავინ, ციხის ადმინისტრაციის და მე18 დაწესებულების პერსონალის გარდა. ანუ, იგივენი, ვინც სააკაშვილთან კომუნიცირებს!!!

ამას გარდა, კლინიკა წითელი ზონა გახდა და საერთოდ წარმოუდგენელია მოშიმშილე პაციენტის იქ ყოფნა! ასევე, კარანტინის მიზეზით, აღარავის აღარ ექნება დაშვება ამ დაწესებულებაში. ანუ სააკაშვილს ვეღარ ნახავს ვერავინ!!!

გადაიყვანეთ დაუყოვნებლივ!!!!!!!

ps არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის გლდანში გადაყვანა კოვიდრეგულაციების დაცვის გარეშე მოხდა."- წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან „ვივამედის“ კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics