|
2021-11-13 14:23:04, 791 ნახვა
პოლიტიკა
ჟიგიმანტას პავილიონისი სააკაშვილთან ევროპელი პოლიტიკოსების არშეშვებაზე – და ეს ევროპაში ხდება?
და ეს ევროპაში ხდება?, – ასე ეხმაურება ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი გლდანის მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოსული ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას არ შეშვებას. "საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა უფლება, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ანა ფოტიგას შეხვედროდა, რომელიც თბილისში სპეციალურად ევროპარლამენტისა და ლიტვის პარლამენტის დელეგატებთან ერთად იყო ჩასული. გვექნება კომუნიკაცია საქართველოს, ლიბერალური ჯგუფის თავმჯდომარეს, პროფესორ რაიმუნდას ლოპატას და სოციალ-დემოკრატ ვილია თარგამაძეს. და ეს ევროპაში ხდება?", - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ჩამოვიდა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ ციხეში არ შეუშვეს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)