08:13 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 22:17:57, 725 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - თავისუფალ სამყაროს მოუწევს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება, თავისუფალ სამყაროს მოუწევს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება.

"დევიდ კრამერისნაირი ფიგურა, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მეგობარია იქიდან მოყოლებული, როცა მაღალი თანამდებობის პირი იყო და ახლაც შეერთებულ შტატებში ჩვენ რეგიონთან და რუსეთთან მიმართებაში ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ ნელ-ნელა დგება აუცილებლობა სანქციების დაწესების ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, მიუთითებს ქვეყანაში არსებული კრიზისის სიმწვავეზე. მისი განცხადებით ეს არის ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას თავისუფალმა სამყარომ და შეერთებულმა შტატებმა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პროცესი ასე თუ გაგრძელდა ივანიშვილის წინააღმდეგ ეს რეალობა აუცილებლად დადგება, რაც ბუნებრივია, საქართველოსთვის არ არის კარგი.

უბრალოდ, ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, როცა ეს საფრთხე, დიდი ალბათობით, გარდაუვალი გახდება თუ სწრაფად არ შეიცვალა ვითარება უკეთესობისკენ", — ამბობს ბოკერია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics