|
2021-11-12 17:09:20, 1159 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნიგაზეულის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო
სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ომარ ტაკიძესთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შუახევის განყოფილების უფროსთან, ფიქრია ჯუმუშაძესთან ერთად, ნიგაზეულის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა ამბულატორიასა და თემის სამედიცინო პუნქტში, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ტარდება. ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომია ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები. ,,აცრა ჩავიტარე ნიგაზეულის ამბულატორიაში, მეუღლესთან ერთად. ყველა ხანდაზმულს, ყველა ასაკის ადამიანს მოვუწოდებ მივიდნენ უახლოეს სამედიციო პუნქტში და ჩაიტარონ ვაქცინაცია, ჩვენივე ჯანმრთელობისთვის“ - აღნიშნა, ნიგაზეულში მცხოვრებმა ხანდაზმულმა, ნოდარ ხიმშიაშვილმა. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს სერვისით სახლთან ახლოს, სოფლიდან გაუსვლელად, უახლოეს სამედიცინო პუნქტში ისარგებლოს. ამ დროისათვის, სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, გასული ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრირებულია 2 500-ზე მეტი ვაქცინა. ,,აქტიურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი ყველა უბანზე. ასევე ჩართულია ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეული ვაქცინაციის მარათონში. რა თქმა უნდა, სოფლად ვაქცინაციის პროცესში კოორდინირებულად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და უმნიშვნელოვანესია სამინისტროს ჩართულობა, ერთად ვახორციელებთ კარდაკარ შეხვედრებს და კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციას“ - აღნიშნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შუახევის განყოფილების უფროსმა, ფიქრია ჯუმუშაძემ. ჯამში აჭარაში სულ - ჩატარებულია 222 940 დოზა ვაქცინა. მათ შორის: I დოზით აცრილია- მოსახლეობის 32.2 %, 18 წელს ზემოთ 43.6 %; II დოზით - მოსახლ 29.6 %, 18 წელს ზემოთ 38.8 %; ხოლო სამიზნე ჯგუფის - 64.7 %.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)