|
2021-11-12 12:22:45, 625 ნახვა
პოლიტიკა
ანა ფოტიგა – სააკაშვილთან მიმართებაში ძალიან შეშფოთებული ვარ, ჩემი მიზანია, შევხვდე ექს–პრეზიდენტს
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანია ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. როგორც ის აღნიშნავს, სააკაშვილთან მიმართებაში ძალიან შეშფოთბულია, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. ევროპარლამენტარმა ციხეში შესასვლელად შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანა და ნებართვას ელოდება. "მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით და ჩემი ერთ-ერთი მთავარია მიზანია, რომ შევხვდე მესამე პრეზიდენტს ციხის საავადმყოფოში. განაცხადი უკვე შევიტანე და იმედი მაქვს, რომ დამიშვებენ. მე აქ ვარ იმისთვის, რომ საქართველოს გვერდით ვიდგე. ჩემი ქმედებები საერთაშორისო არენაზე ყოველთვის იყო საქართველოს მხარდაჭერა, იქნებოდა ეს ნატოსთან თუ ევროკავშირთან მიმართებაში, როგორც იცით წელიწად-ნახევრის წინ მე ვიყავი დანიშნული იენს სტოლტენბერგის მიერ ერთ-ერთ ექსპერტად, რომელმაც ნატოს მომავალზე უნდა იმსჯელოს და მინდა ვთქვა, რომ ყველა მიმართულებით საქართველოს კარგი მომავალი აქვს. იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწევენ ევრო-ატლანტიკურ საკითხზე, რადგან ბევრია დამოკიდებული თქვენ უნარზე, გაერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო. სააკაშვილთან მიმართებაში ძალიან შეშფოთებული ვარ, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან აქ მხოლოდ იმისთვის ჩამოვედი, რომ მას შევხვდე", – განაცხადა ანა ფოტიგამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)