|
2021-11-12 12:16:36, 594 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა თანდათან კარგავენ ნდობას EU-ს მიმართ, რასაც კრემლი ელოდება
უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა. ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველოში არასტაბილურობის დასაწყისს ხედავს, რაც ძალიან შემაშფოთებელია. "აღარ არის საკმარისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში ინტეგრაცია სურთ იმის თქმა, რომ განახორციელეთ რეფორმები და შემდეგ ვნახავთ. წევრობის პერსპექტივაში სიცხადის ნაკლებობა ევროკავშირის მხრიდან ნიშნავს ერთ რამეს - ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება, დაიკარგოს ნდობა ხალხში. შესაძლოა, ამ ქვეყნებმა რეფორმების კეთების კუთხით მოტივაცია დაკარგონ, ეს კი გარდაუვალად მათ უფრო მეტ არასტაბილურობას მოუტანს. სწორედ ამის დასაწყისს ვხედავთ საქართველოში, რაც მე ძალიან მაშფოთებს. როგორც კი ძალა გადაწონის, მისი შემობრუნება რთული იქნება, ასე რომ უნდა ვიმოქმედოთ ახლა", – განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)