09:14 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 10:17:31, 544 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში „ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით დღეს აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, 14:00 საათზე დედაქალაქის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, აქცია მეტროსადგურებთან „300 არაგველი“ და „დიდუბე“ ჩატარდება.

„გეგმა უცვლელია გამარჯვებამდე, ამიტომ ჩვენ შევიკრიბებით გეოგრაფიულად 2 განსხვავებულ წერტილში დედაქალაქში - „300 არაგველის“ მეტროსთან 14:00 საათზე და მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა შესასვლელ - გამოსასვლელთან 14:00 საათზე.

ბრძოლა გამარჯვებამდე! ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე!, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics