10:24 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 17:21:35, 724 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ ვიდეოკადრები ადასტურებს სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანის კადრების გასაჯაროებას ეხმაურება.

როგორც უკრაინის ომბუდსმენი აღნიშნავს, ვიდეოჩანაწერი ადასტურებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, შეურაცხყოფას, რაც ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე–3 მუხლის უხეში დარღვევაა.

მისივე თქმით, საქართველოს პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე–7 მუხლი და გაერთოს კონვენციის პირველი მუხლები, სადაც წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანურ მოქცევაზე და ღირსების დამცირებაზეა საუბარი.

უკრაინის ომბუდსმენი მოუწოდებს გაერთოს წამების კომიტეტს და წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტს, მოახდინოს რეაგირება უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილზე განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

ამასთანავე, ომბუდსმენი მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომ საფუძვლიანად გამოიძისო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოება და წარმებისგან დაცვის გარემოებები.

უკრაინის ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო დახმარების სტანდარტებს ექიმთა კონსილიუმისა და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics