|
2021-11-10 21:31:41, 713 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - კატეგორიულად მოვითხოვო დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია სად იმყოფება დაკავებული 20 აქტივისტი
კატეგორიულად მოვითხოვო ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით პარლამენტის დეპუტატები, თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია სად იმყოფება 20 ადამიანი, ჩვენ ვიცით მხოლოდ და მხოლოდ 26 ადამიანის ადგილსამყოფელი.- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დაკავებულიები, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც გადაიყვანეს. „დღეს ჩვენს მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე,იუსტიცისსამინისტროსთან, სუს- თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან., კრიმინალურმა პოლიციამ ყოველგვარი წესების გარეშე, ბოლარუსულ და რუსულ სტილში დააკავა 46 ადამიანი, ამ ადამიანებს არაფერი არ ჩაუდენით კანონსაწინააღმდეგო. 46 ადამიანიდან მინდა კატეგორიულად მოვითხოვო ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით პარლამენტის დეპუტატები, თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, რომ დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია სად იმყოფება 20 ადამიანი, ჩვენ ვიცით, მხოლოდ და მხოლოდ 26 ადამიანის ადგილსამყოფელი და უფრო მეტსაც გეტყვით, ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ თბილისში,ისინი გადაანაწილეს სხვადასხვა რაიონებში, ხოლო ის აქტივისტები ვინც დააკავეს, ჩვენი მეგობრები, საკრებულოს წევრები ,პოლიტიკური ლიდერები, ამ ადამინები ადგილსამყოფელი ჯერ-ჯერობით არ ვიცით , ჩვირკია, ფარულავა, ზვიად კუპრავა, კახა კვარაცხელია, ელგუჯა ბაგრატიონი, მამუკა ქობულაძე ბაჩი მექვაბიშვილი, ირაკლი ძიძიგური, ნიკო მირცხულავა, ალექსანდრე ვარშალომიძე, სანდრო ვარშალომიძე, ალექსანდრე ბერიძე, ლაშა კომახიძე, ბონდო თედორაძე, გიორგი ონიანი, მურმან დუბმაძე, ვაჟა ცეცაძე, ტარიელ თაბუკაშვილი, ბარამიძე, თენგიზ ჯგიშია, მამუკა გუგეშაშვილი...“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციამ ერთდორულად სამ ლოკაციაზე ჩაატარა აქცია, სუს-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის მონაწილეები დააკავეს, ჯამში 46 ადამიანი, როგორც პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განმარტა, ისინი აპირებდენ უწყებების პიკეტირებას, რისი უფლებაც არ მისცეს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)