|
2021-11-10 09:35:35, 565 ნახვა
პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მისი თქმით, აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. „ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას, აქამდე – ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაკავებას და ახლა – მისდამი მოპყრობას, მათ შორის, საქართველოს ომბუდსმენის განცხადებას, რომელიც იწვევს შეშფოთებას პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ განცხადების ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ვიცით, ყოველთვის და ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კერძო ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)