|
2021-11-09 17:07:07, 643 ნახვა
პოლიტიკა
ვაჟა გაფრინდაშვილი სააკაშვილზე - ცხინვალში ჩემ მიმართ არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება
ცხინვალში ჩემ მიმართ არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვიგებთ მთავრობისგან. - ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. ამასთან გაფრინდაშვილი, ამბობს რომ თუ სააკაშვილის გადაყვანისას მის მიმართ ძალადობის ფაქტები არ ყოფილა მაშინ ეს კადრებიც გაასაჯაროვონ. "ცხინვალში ჩემ მიმართ არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვიგებთ მთავრობისგან. მე არ მინდა მყავდეს მატყუარა მთავრობა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვატყუებს. თუ არ იყო ძალადობა გადაყვანის დროს, ეს კადრები გამოაქვეყნონ. ჩემ მიმართ ფიზიკური დაპირისპირება ცხინვალის ე.წ ციხეში არ ყოფილა. არავითარი პირადი ან რელიგიური შუღლი არ ყოფილა ჩემ მიმართ და ჩვენი მოქალაქის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი." - თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა. ექსპრეზიდენტის მონახულება თავდაპირველად მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეძლო, მოგვიანებით კი თავად ომბუდსმენმა. აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს. იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)