|
2021-11-09 13:40:46, 599 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - სცადეს მისი დაბმა და სისხლის ასე აღება, მან ხელი ჰკრა ანალიზატორს
მიხეილ სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში. - ამის შესახებ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სცადეს მისი დაბმა და სისხლის ასე აღება, მან კი ხელი ჰკრა. "მიხეილ სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში. ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და არა მესამე პრეზიდენტის მიერ. არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვისაც მან ხელი დაარტყა. ტანსაცმელი ბუნებრივია, აღარ გვაქვს. მისი პალატაში მოთავსების შემდეგ ძალოვანი უწყების ორმა წარმომადგენელმა სცადა იძულებით ანალიზების აღება, მას მიუახლოვდნენ შპრიცებითა და ნემსებით, რაზეც ბუნებრივია, უარი განაცხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სცადეს მისი დაბმა და სისხლის ასე აღება, მან ხელი ჰკრა ანალიზატორს, რომელიც არ გაფუჭებულა და დღესაც მუშაობს, უბრალოდ, რაღაც პლასტმასის დეტალი მოტყდა. ეს ფაქტი ცხადყოფს იმას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ილუზორული ძალაუფლების შეგრძნება, ჰგონია, რომ ათამაშებს კუნთებს, თუმცა ცეცხლს ეთამაშება“, - განაცხადა თუთბერიძემ.
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)