|
2021-11-09 11:43:23, 625 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილს რა ბედი ეწეოდა, კაცმა არ იცის – გარეთ აპირებდნენ სასაკლაოს მოწყობას
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ამბობს რომ ეს ხელისუფლების მიერ დადგმული სცენარი იყო, რის მიხედვითაც გლდანის ციხესთან დაპირისპირება უნდა მომხდარიყო. უგულავას თქმით, ამ ბრძოლიდან სააკაშვილი აუცილებლად ცოცხალი გამოვა. "აქციამდე ზუსტად 2 საათით ადრე გააუქმეს პაემანი შვილებთან და დედასთან, გააუქმეს პაემანი ექიმთან, ვითომ მიიყვანეს კონსიულიუმი და სინამდვილეში მოტყუებით ეუბნებოდნენ, რომ კონსილიუმთან არ აპირებს შეხვედრას ამასობაში, მოატყუეს ჩასვეს მანქანაში და გაიტაცეს ჩვენ ზღაპრები დაგვანახეს, რომ ვერტმფრენები დაფრინავდნენ ცაზე აი ეს რაღაც გიჟური სპეცოპერაცია დადგეს აქციამდე 2 საათით ადრე, რომ ადამიანები გაგიჟებულიყვენენ. აქციის დროს 8 საათზე ტელევიზორსი შუმოკი გვანახეს. ადამიანი აგინებინეს და ალანძღინეს და ეს შუმოკი გავიდა ერთადერთი მიზნით, რომ დავძრულიყავით გლდანის ციხესთან. გლდანის ციხესთან მივიდოდით და ეს ხალხი ბუნებრივად ვერ მოვითმენდით და იქნებოდა შეხლა -შემოხლა და იქედან დაგვიშენდნენ ტყვიებს ციხეზე თავდასხმის გამო. თუ ჯანზე არის ადამიანი რატომ გადაგყავთ? ივანიშვილის ტვინი ასე არის მოწყობილი კარგად უნდა გვესმოდეს რა საზიზღრობასთან გვაქვს საქმე მათ ქონდა მიზანი. სააკაშვილს რა ბედი ეწეოდა, კაცმა არ იცის გარეთ აპირებდნენ სასაკლაოს მოწყობას. იპარავენ არჩევნებს იპარავენ პატიმრებს სააკაშვილს არაფერი დაალდება ამ ბრძოლაში სააკშვილი გამოვა ცოცხალი და გამოვა გაწმენდილი. სანამ ეს ადამიანი არის ციხეში ყველა საქმე უნდა გადავდოთ. " - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა. ექსპრეზიდენტის მონახულება თავდაპირველად მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეძლო, მოგვიანებით კი თავად ომბუდსმენმა. აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს. იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული.
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)