|
2021-11-08 22:07:23, 637 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ჯიშკარიანი - სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში, მისი წამებაა როგორც ჯანდაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის მე -8 საპყრობილის ტერიტორიაზე მდებარე ციხის საავადმყოფოში, კიდევ ერთი ეპიზოდია წამების ჯაჭვში როგორც ჯანდაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით - ამის შესახებ ცენტრი "ემპათიის" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა საკუტარ "ფეისბუქ" გვერდზე განაცხადა. იგი ასევე იმ ფაქტსაც გამეხმაურა, რომ გლდანის ციხის მსჯავდებულები შეურაცმყოფელ რეპლიკებს აკეთებდნენ მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით, მისი თქმით, ეს"იმიტირებული და მართული ხმაური მე 8 - ე საპყრობილეში ემსახურება ღირსები შემლახავ მოპყრობას" "მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის მე -8 საპყრობილის ტერიტორიაზე მდებარე ციხის საავადმყოფოში, კიდევ ერთი ეპიზოდია წამების ჯაჭვში როგორც ჯანდაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე 3 -ე მუხლი - წამების აკრძალვა, ასევე, მე 2- ე მუხლი - სიცოცხლის უფლების ხელყოფა, მე 8 მუხლი - პირადი ცხოვრების უფლება, ასევე, სხვა მუხლები. ცენტრი ემპათიას ექსპერტთა ჯგუფი კვლავ დაბეჯითებით მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში, ექსპერტთა ჯგუფის დაშვებით. იუსტიციის სამინისტროს მოქმედება ამწვავებს მოშიმშილის პროტესტს და დამატებით რისკს უქმნის მის სიცოცხლეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო , საქართველოს სახალხო დამცველი. იმიტირებული და მართული ხმაური მე 8 - ე საპყრობილეში ემსახურება ღირსები შემლახავ მოპყრობას. სავარაუდო ნაძალადევი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში არღვევს მალტის დეკლარაციას, ასევე პაციენტის უფლებას."- წერს ჯიშკარიანი.
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)