|
2015-02-03 12:21:02, 3522 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ მომხმარებელს ახალი მაღალტექნოლოგიური ინტერნეტ ბანკი iVTB შესთავაზა
„ვითიბი ბანკმა“ მომხმარებელს ახალი მაღალტექნოლოგიური ინტერნეტ ბანკი iVTB შესთავაზა. ახალი ინტერნეტ ბანკის გამოყენებით შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკუთარი ანგარიშების დისტანციურად მართვა, გადარიცხვების წარმოება, ამომწურავი ინფორმაციის მიღება სესხებზე და დეპოზიტებზე, კომუნალური და სხვა მომსახურების საფასურის გადახდა, რეგულარული და ავტომატური გადახდის დავალების შექმნა, ასევე გადახდის კალათების შექმნა და მათი შემადგენლობის ინდივიდუალურად დაპროექტება, საბანკო პროდუქტების შეკვეთა და ბანკში საკრედიტო განაცხადების გაგზავნა, Drag and Drop ფუნქციით მთავარ გვერდზე მარტივად და ოპერატიულად სასურველი ოპერაციის განხორციელება. iVTB-ს დამატებითი ფუნქციონალის დახმარებით შესაძლებელია: ბანკთან მიმოწერა, ვალუტის გაცვლით კურსებს ნახვა, კონკრეტული მომხარებლისთვის განკუთვნილი შეთავაზებების გაცნობა, ინფორმაციული sms შეტყობინებების მიღების მართვა და სხვა მრავალი შესაძლებლობა, რომელიც დისტანციურად, პრექტიკულად სრული საბანკო მომსახურების მიღებას უზრუნველყოფს. iVTB-ს მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის ქოლ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია დისტანციურადაც: ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვით ან iVTB-ის ავტორიზაციის გვერდიდან: www.ivtb.ge ინტერნეტ ბანკის რეგისტრაცია და მომსახურება უფასოა.
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)