14:14 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-07 11:31:04, 660 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ, ერთი წამიც კი არ ყოფილა, რომ შიმშილს შევეწუხებინე

არაფერი არ მაწუხებს. განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და მყარი,- პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

ხოშტარიას თქმით, ექიმი ყოველდღე ამოწმებს და ყველა მაჩვენებელი ნორმაში აქვს.

"ვისთანაც პირადი კონტაქტი არ მაქვს და შეიძლება აინტერესებდეს:

• მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ (უშაქრო ყავასაც ვსვამ)

• ყოველდღე მოდის ექიმი

• ხვალიდან ანალიზებსაც ავიღებ უკვე

• ყველა მაჩვენებელი ნორმაში მაქვს

• ერთი წამიც კი არ ყოფილა, რომ შიმშილს შევეწუხებინე

• არაფერი არ მაწუხებს. განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და მყარი

აბსოლუტურად არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკი, ამიტომ არც თქვენ შეყვეთ ჩხუბში

როგორც კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე მოიხსნება, ცხადია, შევწყვეტ შიმშილობას. მანამდე შანსი არაა!

შიმშილის ერთ-ერთი მიზეზი მძიმე დაპირისპირების თავიდან აცილებაა, რაც კლინიკაში გადაყვანით განეიტრალდება. ამიტომ, ვინც ანგარიშს მიწევს, გთხოვთ მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს და საერთო ისტერიაში არ შევიდეთ"- წერს ხოშტარია. 

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტის შენობაში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მისი თქმით, შეწყვეტას არ აპირებს მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics