|
2021-11-06 10:26:21, 897 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის წარდგენა გამოფენაზე „EnoExpo 2021“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „EnoExpo 2021" წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის ის ღვინოები, რომლებიც, დღეისათვის, პოლონეთის ბაზარზე არ იყიდება. გამოფენის ფარგლებში, მცირე მარნების მიერ წარმოებული ქვევრის ღვინოების დეგუსტაციაც გაიმართა, რომელსაც ღვინის პროფესიონალები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. დეგუსტაციას გამომცემლობის ,,Vinisfera" ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა. პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება იმართება, რომელთა მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მასზე მოთხოვნის კიდევ უფრო მეტად გაზრდის ხელშწყობაა. ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 5 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 20% შეადგინა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)