|
2021-11-05 19:39:54, 567 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო პანდემიის საწყისი, ქართველი დიპლომატი ეხმარებოდა უცხოეთში მყოფებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქართული დიპლომატია არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ჩვენს კავშირებს განამტკიცებს, არამედ მსოფლიოში არსებული 80-მდე მისიის სახით უზრუნველყოფს უწყვეტ ურთიერთობას სახელმწიფოსა და საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო გლობალური პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი, ხშირად საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს. „ჩვენ პირველად შევიმუშავეთ დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია; მიმდინარეობს და დაგეგმილია მრავალი სახელმწიფო პროგრამა უცხოეთში ქართული დიასპორის გასაძლიერებლად. ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო გლობალური პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი, ხშირად საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს. ყველაფერი ეს, ძვირფასო მეგობრებო, ცხადყოფს, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ყველა ეტაპზე დიპლომატიის როლი საკვანძო და არსებითი იყო. დარწმუნებული ვარ, ქართული დიპლომატია საკუთარ სიტყვას იტყვის დღეს არსებული ეროვნული, რეგიონული თუ გლობალური გამოწვევების დაძლევის, საქართველოს შემდგომი წინსვლის პროცესშიც. თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან დიპლომატს ამ დარბაზსა თუ მსოფლიოს მრავალ წერტილში, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)