|
2021-11-05 10:39:20, 826 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ შანხაის რიგით მეოთხე იმპორტის საერთაშორისო ექსპოს ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ქალაქ შანხაის რიგით მეოთხე იმპორტის საერთაშორისო ექსპოს ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ცერემონიას უცხოელი მონაწილეების დიდი ნაწილი ონლაინ ფორმატში ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ შანხაის იმპორტის საერთაშორისო ექსპო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით 2018 წლიდან ტარდება და მასში მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ექსპოზე მათ აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და შეხვდნენ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს. საქართველოს ბიზნესდელეგაცია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, 2018 -2019 წლებში ორჯერ მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. საქართველოს ბიზნესსექტორის მიერ შანხაის ექსპოზე წარმოდგენილი პროდუქცია იყო დივერსიფიცირებული და მოიცავდა როგორც სურსათს, ასევე სამრეწველო ნაწარმს. ამასთან, გამოფენაზე 2019 წელს საქართველოს სტენდი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს ექსპოს მონაწილე 190 ქვეყანას შორის. გამოფენამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ექსპორტის ზრდასა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)