|
2021-11-04 16:59:06, 2305 ნახვა
ომი უკრაინაში
კვლევის თანახმად, მარტიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კოვიდ19–ს 5 469 პირი ემსხვერპლა, მათგან 98,95% აუცრელი იყო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, 15 მარტიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კოვიდ19–ს 5 469 პირი ემსხვერპლა, მათგან 98,95% აუცრელი იყო. მისივე თქმით, იკლებს ვაქცინაციის ტემპი, თუმცა იზრდება ე.წ ბუსტერ დოზების გამოყენების რიცხვი, რაც მისივე თქმით, ახალგაზრდა მოსახლეობის ხარჯზე ხდება. „30 სექტემბრის პერიოდით აღებული, სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი ჩვენი კვლევით არის 9,87-ით ნაკლები არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. ამ ხნის განმავლობაში, 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში ვაქცინირებული სრულად იყო 814 851 პირი და აქედან იდენტიფიცირებული იქნა 11 403, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა კოვიდის შემთხვევა. ამ პერიოდში ჰოსპიტალიზირებული იყო სულ ქვეყანაში 15 მარტიდან მოყოლებული 53 767 ადამიანი და ჰოსპიტალიზაცია ვაქცინირების შემდეგ დასჭირდა 1 386 ადამიანს. ვაქცინაციის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ არის 93,4 %. 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა არის 91,7%. ხოლო 18-59 წლის ასაკის ადამიანებში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის ეფექტურობა არის ვაქცინაციის 95%", – განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)