|
2015-02-03 12:03:07, 866 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმში შესაძლოა ევროკავშირის ოფისი გაიხსნას
სოხუმში შესაძლოა ევროკავშირის ოფისი გაიხსნას. როგორც „აპსნიპრესი“ იუწყება, ოფისის შესაძლო გახსნის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას განაცხადა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის მონაწილეობის შესაძლებლობადა და რიგი სხვა საკითხები განიხილეს. როგოროც „აპსნიპრესი“ წერს, ევროკავშირის წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა განაცხადა, რომ გალის რაიონის გარდა, გაგრისა და ბიჭვინთის მონახულების საშუალება მიეცა. მან ასევე, ის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მოინახულა, რომელიც აფხაზეთში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ჰერბერტ ზალბერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სოხუმში ოფისის გახსნის შესაძლებლობით არის დაინტერესებული, რათა მუდმივი კავშირი ჰქონდეთ მათ კოლეგებთან თბილისში. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იმედოვნებს, რომ აფხაზეთი არა საქართველოს ჭრილში, არამედ მოლპარაკებების დამოუკიდებელ მხარედ განიხილება. „ვიმედოვნებ, რომ აფხაზეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა სასრგებლო იქნება და აფხაზეთს, არა საქართველოს ჭრილში, არამედ მოლპარაკებების დამოუკიდებელ მხარედ განიხილავთ“,-განაცხადა რაულ ხაჯიმბამ. ჰერბერტ ზალბერმა ხაჯიმბას საპასუხოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამჟამად აფხაზეთს ვერ აღიარებს, თუმცა მზად არის გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)