|
2021-10-31 12:46:23, 653 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ამ არჩევნებით, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ზიზღს, ბოღმასა და რევანშის წადილს
კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მხარადამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ, მზადაა, მომდევნო წლების განმავლობაშიც ემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას. „არჩევნები დასრულდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დედაქალაქის, თითოეული თბილისელისა და საქართველოს მოქალაქის გამარჯვებით. ყველას გილოცავთ და გიხდით მადლობას. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჩემს თითოეულ თანამებრძოლს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო პროცესში და დაუღალავად იშრომა იმისთვის, რომ არა მხოლოდ მე, ან ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, არამედ სამართლიანობას, მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას გაემარჯვა. რა თქმა უნდა, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელმაც დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. მინდა, მივმართო ჩემს თბილისელებს - ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი. მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ყველგან და ყოველთვის ვიქნები თბილისში მაცხოვრებელი უკლებლივ ყველა ადამიანის მერი, თითოეული თბილისელის, თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი. ეს ასეა, ასე იყო და რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება. ამ არჩევნებით, მჯერა, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთისა და ქვეყნის მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს. ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ქონდეს ამაში დასაკარგი დრო. ჩვენ, ახალი ენერგიით და ახალი, მომავალზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული მიზნებით და მიდგომებით წარვდგებით საზოგადოების წინაშე და ახალი ენერგიით შევუდგებით ამ ქალაქისა და ქვეყნის საქმის კეთებას. ამ მიზნების მისაღწევად კი, ჩვენ თითოეული თქვენგანის თანადგომა, ენერგია და გამოცდილება გვჭირდება. ჩვენ, ყველა თბილისელი, საქართველოს ყველა მოქალაქე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის უკეთესი მომავლის საშენებლად. მე ამ საქმისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ამ საქმეში თითოეული თქვენგანის გვერდში დგომის იმედი მაქვს, რადგან ერთად შეუძლებელს შევძლებთ. ჩვენ თუ ერთად ვიდგებით, ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, მწვანე, ჯანსაღი, კეთილდღეობითა და სიცოცხლით სავსე, მე ამას ვპირდები თბილისელებს. ჩვენ, ჩვენი ერთიანობით, შეგვიძლია შევქმნათ გაერთიანებული და ერთიანი საქართველო, ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული სახელმწიფო, სადაც ადამიანები ბედნიერად და ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრებენ. ჩვენ ეს შეგვიძლია და ამას ყოველგვარი მტრობის გამორიცხვით, ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით შევძლებთ. ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ არა ერთმანეთზე, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ცესკომ თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერთა არჩევნების განახლებული წინასწარი მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვითაც 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში "ქართულმა ოცნებამ" მოიგო.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)