19:30 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-31 01:04:15, 606 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: ცდილობენ მოიტყუონ, თითქოს „ოცნებას“ აქვს უპირატესობა - არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" ცდილობენ მოატყუონ საზოგადოება, თითქოს მათ აქვთ არჩევნებზე უპირატესობა.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ოპოზიცია არ აპირებს ამ არჩევნების დათმობას.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ლაპარაკია 1-2-3%-იან უპირატესობაზე, რაც, მთლიანობაში, მეტყველებს ქართული ოცნების აბსოლუტურად დანგრეულ ლეგიტიმაციაზე. ისინი თავისივე ტყუილებში დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვერ საუბრობენ, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს: ღამე ამ რიცხვების ბრახუნი ემსახურება ერთადერთ რამეს: გატეხონ ჩვენი დამკვირვებლების, ჩვენი მებრძოლი ხალხის განწყობა და მოატყუონ საზოგადოებას, რომ თითქოს ქართულ ოცნებას აქვს უპირატესობა და კიდევ ერთხელ მიიტაცონ არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, არ ვაპირებთ ჩვენი ამომრჩევლის ხმების დათმობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ვიბრძოლებთ აბსოლუტურად ყველა - სამართლებრივი და სხვადასხვა გზით", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics