19:30 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 21:13:12, 545 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია: მიუხედავად ხელისუფლების ზიზღის ფრქვევისა, ხალხმა გაიმარჯვა - აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერია ტრაგიკული

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ყველა მხარდამჭერს, ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც დღეს არჩევანი გააკეთეს კოალიციური მმართველობის, სიკეთის, ცვლილების, შეჯიბრებითობის სასარგებლოდ - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიამ “მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებული შედეგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 

მისი თქმით, მართველი პარტია ფიზიკური ანგარიშსწორების მიღების ხარჯზე დამარცხდა.

"დღის განმავლობაში ყველამ კიდევ უფრო კარგად ვიხილეთ, თუ რა არის „ქართული ოცნების“ სახე, ისინი არიან მოძალადეები, აგრესორები. ჩვენ დავინახეთ, რომ დღეს "ქართული ოცნება“ საერთოდ მარცხნივ არის კილომეტრებით დაშორებულია პოლიტიკისგან, მათ პრეტენზიაც კი არ აქვთ, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკურ პროცესში. თავიდან ბოლომდე ძალადობაზე, ძალისმიერი მეთოდებით, პროკურორებით, პოლიციელებით, ვითომ კრიმინალებით, ვითომ "ძველი ბიჭებით", ატარებენ ესენი არჩევნებს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად მათი ძალადობისა, მიუხედავათ მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა, არ ეყოთ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა.

ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს. მე ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც ახლა, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, თითოეული ხმისთვის იბრძვის. მთელი 2 000 საარჩევნო უბნის შიგნით ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება, ეს ადამიანები, „შპანა“ და ძალადობრივი ბრიგადები, რომელიც კალაძე-ივანიშვილმა შექმნა, მარცხდებიან ფიზიკური ანგარიშსწორების მიღების ხარჯზე, მაგრამ ღირს სიცოცხლის დათმობაც კი ამ სიველურის დამთავრებისთვის.

ამიტომ, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ყველა მხარდამჭერს, ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც დღეს არჩევანი გააკეთეს კოალიციური მმართველობის, სიკეთის, ცვლილების, შეჯიბრებითობის სასარგებლოდ", - განაცხადა მელიამ. 

მისი თქმით, არ აპირებს იმ ადამიანებს მოსთხოვოს პასუხი, ვინც მასზე პირდაპირ ეთერში იძალდა, რაფგან ისინი “ქართული ოცნების”  მიერ დატყვევებული ადამიანები არიან. 

"ძალადობენ, ახლაც ძალადობენ, არ გაგივათ. აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის. ნუ გეშინია ბატონო კალაძე, ბატონო ღარიბაშვილო, ბატონო კობახიძე - არც იმ ადამიანებს მოვთხოვთ პასუხს, ვინც ახლა პირდაპირ ეთერში იძალადეს, რადგან ისინი არიან თქვენს მიერ დატყვევებული ადამიანები, მსხვერპლნი, რომლებიც ასევე უნდა გათავისუფლდნენ“, - ამბობს მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics