|
2021-10-30 14:49:13, 566 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი: ჩვენი ამომრჩევლის უპრეცედენტო აქტივობა ფიქსირდება - მოგიწოდებთ, ნუ დარჩებით სახლში
ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა ჩვენი ამომრჩევლის უპრეცენდენტო აქტივობა არჩევნებზე - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს არჩევნების გაყალბებას, თუმცა, თუ ამომრჩეველი არჩევნებზე მივა, ვერაფერს შეძლებენ. “ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა ჩვენი ამომრჩევლის უპრეცენდენტო აქტივობა არჩევნებზე, რაც არის უკნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მივიდა და ხმა მოგვცა. ასევე, მინდა მოგიწოდოთ ყველას, წინ არის 6 საათი და მიდით ნუ დარჩებით სახლში და გამოხატეთ თქვენი ნება. გასაგებია და ვუყურებთ ყველა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოყენოს ყველა ის გაყალბების მეთოდი, რომელიც აქამდეც გამოუყენებია. მაგრამ მერწმუნეთ, ყველა გაყალბების მცდელობა არის არაეფექტური, როცა ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე. პიველ ტურში ჩვენმა მოსახლეობამ აჩვენა რომ გვინდა ცვლილებები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა არჩევნებზე საბოლოო სიტყვას იტყვის და მხარს დაუჭერს წინსვლას და განვითარებას. ყველა უბანზე აბსოლუტურად ოცივე მუნიციპალიტეტში შეინიშნება მობილიზება მანქანების, საიდანაც ხდება გაკონტროლება, თუ ვინ მიდის არჩევნებზე. ხოლო, როდესაც პატრულს ვთხოვ რეაგირებას, ისინი სიმბოლურად არიან მობილუზებულები და არ გვეხამრებიან. ასევე, ისნის მე-17 უბანზე დგას ვერცხლისფერი მიკროავტობუსი და თითოეული “ქართული ოცნების” ამომრჩეველი, მიდის მანდ და აძლევენ თანხას. კიდევ ერთი ფაქტი არის კოვიდ ამომრჩველი, რომლებიც რეგისტრაციის მიხედვით აძლევენ ხმას, რაც კანონდარღვევაა და იწვევს საარჩევნო უბანზე დაყოვნებას. მაგრამ დაიმახსოვრეთ ჩვენ გვიჭირავს ყველაზე მძლავრი იარაღი- მივიდეთ არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას. მიდით და მიეცით ხმა.” - ამბობს უდუმაშვილი.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)