20:36 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 13:48:58, 516 ნახვა

პოლიტიკა
„ნაცმოძრაობაში“ დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტებით ხმის მიცემის ფაქტი გამოავლინეს


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, მათმა დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტებით ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს.

თამარ კორძაიას განცხადებით, აღმოაჩინეს ერთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა, რომლითაც ერთ უბანზე იყო გამოცხადებული.

“ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს გაყალბებული დოკუმენტებით ხმის მიცემის ფაქტი. 

ჩვენ გვაქვს ერთი ადამიანის ორი პირადობის დამდასტურებელი მოწმება, სადაც ორივეში ემთხვევა პირადი ნომერი, სახელი, დაბადების თარიღი და ორივეა მოქმედი. არ ემთხვევა გვარი და სერია. აქიდან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ამით მტკიცდება ის, რასაც ქალების განმავლობაში ვამტკოცებთ - გაყალებბული პირადობის მოწმობებით “ქართული ოცნება” აყალბებს არჩევნებს. 

შესაბამისად, ყველა უწყებას, რომელიც ამ  პროცესში მონაწილეობს, სისტემური დანაშაულის გამოძიების დაწყებას მოვითხოვთ. 

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ე.წ “დამკვირვებლების კარუსელი” გახდა ტენდენციური ამ არჩევნებზე. მოპოვებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ადამიანი გამოდის უბნიდან, მას აქვს დამკვირვებლის ბეიჯი, მიდის “ქართული ოცნების” დამკვირვებელთან, საიდანაც ხდება მისი დათვალიერება და აძლევენ ფულს. ეს მოხდა ისნის 44-ე უბანზე. 

გარდა ამისა, დღეს ასევე მასიურად მობილოზებულია კრიმინალური წარსული მქონე ადამიანები, რომლებიც მიდიან უბანში და ცდილობენ დამკვირვებლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მოუხედავად, რომ იქ დგას პოლიცია, არ რეაგირებე  და ეუნებიან, რომ გამოიძახონ პოლიცია.” - ამბობს კორძაია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics