|
2021-10-29 21:36:49, 516 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ამ წუთისათვის პატიმარი სააკაშვილი აგრძელებს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია
„ამ წუთისათვის პატიმარი სააკაშვილი აგრძელებს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია", – იუსტიციის მინისტრმა ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მსჯავრდებულის/ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროგნოზები მხოლოდ პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ, თუმცა, მკურნალობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „რამდენად არის მოსალოდნელი პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან შემსუბუქება, ამაზე პროგნოზები უნდა გააკეთონ ექიმებმა და პროფესიონალებმა, ხოლო რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ რომ მან მიატოვა მკურნალობა, გიპასუხებთ, რომ ამ წუთისათვის პატიმარი სააკაშვილი განაგრძობს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმაში... კონსილიუმის ბოლო დასკვნების საფუძველზე, ის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს", – აცხადებს რატი ბრეგაძე. მინისტრმა განმარტა, რომ მოშიმშილე პატიმართან ურთიერთობას აქვს თავისი პროტოკოლი, რომელიც მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულად არის დაცული; მას მიეწოდება ინფორმაცია შიმშილობის მავნე შედეგების შესახებ და სისტემატურად ხდება მისთვის საკვების შეთავაზება. „თუ საჭირო გახდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ამ მიზნით მორიგეობს რეანიმობილი; ასევე, შენობაში მუდმივად მორიგეობენ რეანიმობილის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში... მიტანილია შესაბამისი აპარატურა", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ პირველადი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულ სააკაშვილისთვის ეს დახმარება აღმოჩენლი იქნება ადგილზე: „ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს იმისათვის, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური".
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)