|
2021-10-29 17:39:24, 573 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინელი დეპუტატი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში
უკრაინელმა დეპუტატებმა ექსპრეზიდენთან მიხეილ სააკშვილთან შეხვედრის უფლება მოიპოვეს. როგორც რადას დეპუტატი აცხადებს, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. "პოზიცია ყველას ერთი გვაქვს, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს და ოპოზიციას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი დაბრუნდეს უკან. ჩვენ ყველანი ვღელავთ მის მდგომარეობაზე. სამი დღის განმავლობაში ყველა დონეზე ვახორციელებდით მოლაპარაკებებს, რომ ჩამოვსულიყავით აქ და შევხვედრილიყავით ექსპრეზიდენტს. ჩვენ გვსურს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გავეცნოთ და რაც მთავარია, უკრაინაში გზავნილები ჩავიტანოთ, რადგან ყველა ჩვენი მოქალაქე განიცდის სააკაშვილის მდგომარეობას და ინტერესდება მისით. მოლაპარაკებები გრძელდება უკრაინასა და საქართველოს შორის, უბრალოდ, ეს დახურულ კარს მიღმა ხდება და შესაბამისად, გარეთ ინფორმაციის გამოტანის უფლება არ გავქვს. მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, თუმცა რადგან საზოგადოებაში ასე მიიჩნევენ, ანუ ასეა, - აცხადებს უკრიანელი დეპუტატი.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)